Monday, March 29, 2010

პროექტის გეგმა

პროექტის თემა: მოგზაურობა დედამიწის გარშემო.

1.პროექტის მოლე აღწერა:მოსწავლეები იძიებენ მასალას პირველი მოგზაურების შესახებ, ადგენენ კონტურულ რუებზე მოგზაურობის მარშრუტს.
2.პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მიუთითებს მოსწავლეებს ინფორმაციის წყაროებს,მზის სისტემის ვირტუალური მოდელი საიტიდან Solar System Viewer.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად.
I ჯგუფი - მოიძიებს მასალას გალაქტიკაში დედამიწის ადგილისა და მდებარეობის, მისი ფორმის შესახებ.. საიდან მტკიცდება რომ დედამიწა მრგვალია? რა განაპირობებს დღისა და ღამის მონაცვლეობას? რა განაპირობებს ზამთარსა და ზაფხულს?
II ჯგუფი - აგროვებს ინფორმაციას მსოფლიო მოგზაურების შესახებ, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიოზე წარმოდგენა და დიდი წვლილი შეიატანეს დედამიწის შესწავლის საქმეში. სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიებენ ინფორმაციას ქრისტეფორე კოლუმბის, ვასკო და გამას, ამერიკო ვესპუჩის და ფერნანდო მაგელანის შესახებ. მუშაობენ კონტურულ რუკებზე მათი მარშრუტების ასახვაზე.
III ჯგუფი - შეაგროვებს მასალას დედამიწაზე არსებული კონტიგენტებისა და ოკეანეების შესახებ, ჩამოთვლის და მოკლედ აღწერს მათ ( ყველაზე დიდი კონტინენტი, ყველაზე ღრმა და დიდი ოკეანე, კონტინენტი, რომელიც ყინულით არი დაფარული )აკეთებენ დასკვნას, რამდენად გონივრულად ეპყრობა ადამიანი დედამიწას.
4. მოსწავლეთა ასაკი: 9-10 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა 4-5 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოგროვებას, დახარისხებას ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარჩოების განვითარებას, შეძლებენ ნამუშევრების გამოფენას, პრეზენტაციას.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: დედამიწის სურათები, მოგზაურების სურათები და ამ მოგზაურთა მარშრუტებით შექმნილი კონტურული რუკების გამოფენა-პრეზენტაციის მოწყობა კლასში და მისი გაცნობა 4-5 კლასელებისათვის (გამოფენა-დათვალიერება)
8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაიგებენ მეტ ინფორმაციას დედამიწის შესახებ, მოგზაურების შესახებ. ჩამოუყალიბდებათ გარე-სამყაროზე დაკვირვების უნარუ და შეძლებენ თანატოლებისთვის საკუთარი ''აღმოჩენების'' გაცნობას.
9. სამუშაო ენა: ქართული ენა
10. მოსწავლეები სხვა სკოლიდან : 83-ე საჯარო სკოლა.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: განუვითარდებათ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვლევითი ინფორმაციის მოძიების, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში: ბუნების მცოდნეობა და ქართული ენა.
12. პროექტის ფასილიტატორი: მანანა ბასილაშვილი
13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: mitofoni@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი http://mananabasilashvili.blogspot.com/